მარკ რუტე და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრებენ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ, ანკარაში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან რუსეთ-უკრაინის ომის უახლეს მოვლენებს განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი თურქ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, ერდოღანი და რუტე ასევე ისაუბრებენ ნატო-ს მოკავშირეებს შორის თავდაცვის სფეროში შესყიდვებზე დაბრკოლებების მოხსნაზე და ტერორიზმის წინააღმდეგ სამხედრო ალიანსის ერთობლივ ბრძოლაზე.

Reuters-ი წერს, რომ ნატო-ს წევრი თურქეთი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს, აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და კიევს სამხედრო დახმარებას უწევს, მაგრამ ამავე დროს თურქეთი ეწინააღმდეგება დასავლეთის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

ამასთან, გასული კვირის ოთხშაბათს ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტიულება - უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების ნება დართოს - კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი