საია - პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საქმეები მიზანმიმართულად არ სრულდება, რათა პრეზიდენტმა უფლებამოსილების ვადაში შეწყალება ვერ მოასწროს

„რუსული კანონის“ საპროტესტო აქციების მონაწილე პირების სისხლის სამართლის საქმეების განხილვას სასამართლო აჭიანურებს. ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლო კვლავ განიხილავს აპრილი-მაისის "რუსული კანონის" საპროტესტო აქციებზე დაკავებული 6 აქტივისტის საქმეებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები დიდი ხანია პატიმრობაში იმყოფებიან, საქმეების განხილვა მუდმივად ჭიანურდება.

„პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საქმეები მიზანმიმართულად არ სრულდება, რათა პრეზიდენტმა მისი უფლებამოსილების ვადაში შეწყალება ვერ მოასწროს.

ამგვარი მიდგომა სამართლიანი მართლმსაჯულებისა და პატიმართა უფლებების დარღვევას წარმოადგენს.

მოვუწოდებთ სასამართლოს იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა არ გააჭიანუროს სისხლის სამართლის საქმეთა განხილვა.

ასევე საია მოითხოვს, სამართალდამცავთა მხრიდან აქციების დარბევისას ძალადობის ფაქტების ობიექტურ გამოძიებას და შესაბამისი პირების პასუხიგებაში მიცემას”, - წერია განცხადებაში.

საია-ს სრული განცხადების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება