ნინო დოლიძე - ქალები აპროტესტებენ იმას, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი - ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტის დროს ქალების ხმა ისმოდეს

ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტის დროს ქალების ხმა ისმოდეს,- ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ „ქალების მარშზე“ განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, რასაც საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ.

„შემოვუერთდი ქალების მარშს. ძალიან მნიშვნელოვანია ქალების ხმა ისმოდეს იმიტომ, რომ საქართველოში ამომრჩეველთა ყველაზე დიდი ჯგუფი არიან სწორედ ქალები. მაშინ, როდესაც არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი და ამას საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისმოდეს ქალების ხმა, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდშიც იბრძოდნენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, ცდილობდნენ ამომრჩეველთა გააქტიურებას, მათ შორის ქალი ამომრჩევლის. ახლა აპროტესტებენ იმას, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. მე ადამიანი, რომელიც დიდი ხანია ვმუშაობ არჩევნებთან ერთად ქალებს უფლებებზე, ვუერთდები ამ მარშს. ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტის დროს ქალების ხმა ისმოდეს“,- განაცხადა დოლიძემ.

მისი განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით, საპროტესტო აქცია 25 ნოემბერს, დილის 09:00 საათზეც არის დაანონსებული.

„ხვალ, დილით პოლიტიკური პარტიების აქციაც არის. ამიტომ, სხვადასხვა ადამიანები ალბათ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ, რომელ აქციას შემოუერთდება. სხვადასხვა ჯგუფები აორგანიზებენ, ზოგჯერ არის სამოქალაქო საზოგადოება, ზოგჯერ პოლიტიკური პარტიები“,- განაცხადა დოლიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო