მამუკა ხაზარაძე - მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას, არანაირი ნიჰილიზმი, ხელების ჩამოყრა - ახალი არჩევნები უნდა იყოს მოპოვებული და მოვიპოვებთ

ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება - უნდა იგრძნონ, რომ სიბრაზე, მოტყუებისგან შეურაცხყოფილი ხალხის ნება არსად წასულა, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „არანაირი ნიჰილიზმი“, ვინაიდან გამარჯვება ქართველი ხალხის ხელშია.

„ჩვენ ყველა აქციაში ვიღებთ მონაწილეობას. ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება. ხელისუფლებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ, მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, რომ სიბრაზე, მოტყუებისგან შეურაცხყოფილი ხალხის ნება არსად წასულა. ჩვენ მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას. მინდა გითხრათ, რომ არანაირი ნიჰილიზმი, ხელების ჩამოყრა. ქართველი ხალხის ხელში აუცილებლად იქნება გამარჯვება. ამ ქვეყანაში უნდა დავამთავროთ ხავსმოკიდებული ტყუილი და საბჭოთა მენტალიტეტი. ახალი არჩევნები უნდა იყოს მოპოვებული. ამას მოვიპოვებთ როგორც ქუჩაში, ისე სხვა მექანიზმებით, რაც გითხარით.

დარწმუნებული ვარ, ხვალ ძალიან ბევრი ხალხი იქნება, ვისაც მომავალი წაართვეს. ხვალ 9:00 საათზე ყველა უნდა ვიყოთ აქ. დღეს საღამოს ყველა ვიკრიბებით პარლამენტის გარშემო. მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ქალების მარშს. ძალიან მნიშვნელოვანია მათ პროტესტი და აქტიურობა. ერთიანობა და სიმტკიცე! ერთი წამით არანაირი ნიჰილიზმი! გამარჯვება ქართველი ხალხის ხელშია. ჩვენ ვართ მართლები, მომავალი მოგვპარეს და დავიბრუნებთ პროტესტით, აკადემიური მუშაობით, საერთაშორისო ურთიერთობებით“,-აღნიშნა ხაზარაძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში