„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა და შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ტელეკომპანიის ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა და შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, ოპერატორმა სხეულის მრავლობითი დაზიანება სწორედ დაკავების დროს მიიღო. ამასთან, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, საპოლიციო ძალებმა დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადეს და თვალი დაულურჯეს.

შეგახსენებთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება