თამარ კორძაია - ხვალ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდეს, რადგან საქართველოს კონსტიტუცია მოიპარეს, ფეხქვეშ გათელეს - ეს საბოლოოდ, არავის შერჩენია, არც ამათ შერჩებათ

დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ხვალ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდეს - კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ ეს არ გააკეთონ, - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ რესპუბლიკის მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან, შემდგომ კი საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებენ.

როგორც კორძაიამ განმარტა, ძალაუფლების მოპარვა არავის შერჩენია.

“საქართველოს მოქალაქეები დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ხვალ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდეს, რადგან საქართველოს კონსტიტუცია მოიპარეს, ფეხქვეშ გათელეს. ვხედავთ, რომ სამართალი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნება ყოფილა. ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, არავინ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება, რომ ხელისუფლება მოიპაროს. ხვალ აპირებენ შეკრებას და დღეს ძალიან ბევრი მივალთ პარლამენტთან, კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ ეს არ გააკეთონ. ამის გაკეთება ნიშნავს მოქალაქეების არჩევანის ფეხქვეშ გათელვას, ხელისუფლების ძალაუფლების მოპარვას. ეს საბოლოოდ, არავის შერჩენია, არც ამათ შერჩებათ”, - აღნიშნა კორძაიამ.

ამასთან მან ის ფაქტიც შეაფასა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ორგანიზატორებს აფრთხილებს, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან.

კორძაიას განმარტებით, “ცოტა ცინიკურია შსს-ს მოწოდება”.

“ჩვენ ყოველთვის კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ, თავად არღვევენ. 400-ლარიანი ზარალის გამო, 7 წლით უშვებენ ადამიანს ციხეში. თავად არიან ხმების ქურდები და ჩვენ მოგვიწოდებენ?!“, - აღნიშნა კორძაიამ.

ხოლო რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ იმოქმედებს და შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, კორძაია განმარტავს:

“ამას აკეთებენ რათა კრიტიკული მედია არ უნდათ შიგნით. მარტო მათთვის სასურველ ხალხს შეუშვებენ შენობაში, იმედია, საერთოდ გადაიფიქრებენ და არ შეიკრიბებიან”.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია