ლევან ხაბეიშვილი - ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის - ამ დროისთვის მას არალეგიტიმურად აკონტროლებს თვითმარქვია მინისტრი

ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის - ამ დროისთვის მას არალეგიტიმურად აკონტროლებს თვითმარქვია მინისტრი - ის არ არის მინისტრი, ის არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი და მისი ხელქვეითი ოფიციალურად, - ასე შეაფასა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, შსს-ს განცხადება.

მისი თქმით, ასეთ განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის „ხელქვეითი ზონდერი, გომელაური აკეთებს“.

„ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის. ამ დროისთვის მას არალეგიტიმურად აკონტროლებს თვითმარქვია მინისტრი. ის არ არის მინისტრი, ის არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი და მისი ხელქვეითი ოფიციალურად - ასე იყო სულ. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ხელქვეითი ზონდერი, გომელაური აკეთებს ასეთ განცხადებებს. მას არაფერი საერთო არ აქვს კანონის დაცვასთან, კანონმდებლობასთან. გახსოვთ, მარცხენა თვალი საერთოდ არ მქონდა და იმ დროს არავინ დაუკავებიათ და არც გამოუძიებიათ. შესაბამისად, მასთან დაკავშირებით პირადად მეც ბევრი კითხვები მაქვს, ისევე როგორც საზოგადოებას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და ორგანიზატორებს აფრთხილებს, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან.

როგორც უწყება განმარტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.

ამასთან, განცხადებაში შსს მიუთითებს, რომ კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა