ზურაბ ჯაფარიძე - დილით ეცდებიან, რომ უზურპატორებმა საკუთარ თავს ლეგიტიმაცია მისცენ, ჩვენ ვაპირებთ ღამის გათენებას და ვნახოთ, თუ დაგვჭირდა კარვებსაც გავშლით

როგორც არ უნდა ციოდეს და როგორი ღამეც არ უნდა იყოს, ქუჩაში გამოსვლა არის აუცილებელი განსაკუთრებით დღეს, რადგან ხვალ დილით ჩანიშნულია სესია და ეცდებიან, რომ საკუთარ თავს ამ უზურპატორებმა ლეგიტიმაცია მისცენ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტთან ისინი კარვებს საჭიროების შემთხვევაში გაშლიან.

„პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. პროტესტი აჩვენებს, რომ ხალხი არ ეგუება იმ რეალობას, რომელშიც გვამყოფებენ. არ ეგუებიან იმას, რომ არჩევნები მოგვპარეს და მიგვაქანებენ რუსეთში. ისინი [„ქართული ოცნება“] გვაკარგვინებენ შანსს, რომელიც არცერთ თაობას ამ ქვეყანაში არ ჰქონია, რომ სადღაც 6 წელიწადში ეს ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. როგორც არ უნდა ციოდეს და როგორი ღამეც არ უნდა იყოს, ქუჩაში გამოსვლა არის აუცილებელი განსაკუთრებით დღეს, რადგან ხვალ დილით ჩანიშნულია სესია და ეცდებიან, რომ საკუთარ თავს ამ უზურპატორებმა ლეგიტიმაცია მისცენ.

ორი აქციაა ჩანიშნული - ერთი დღეს 21:00 საათზე და მერე ხვალ 9:00 საათზე. ყველა უნდა გამოვიდეს.

ჩვენ ვაპირებთ ღამის გათენებას და ვნახოთ, თუ კარვები დაგვჭირდა კარვებსაც გავშლით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, ზურაბ ჯაფარიძემ კითხვაზე, თუ რას ემსახურება შსს-ს დღევანდელი განცხადება, უპასუხა, რომ ამ განცხადებების მიზანი მოქალაქეების დაშინებაა.

„დაშინებას. ამ განცხადებების მიზანი არის ის, რომ შეაშინონ მოქალაქეები, რომ არ გამოვიდნენ გარეთ. მეტი არაფერი შინაარსი არ აქვს. ყველაფერს ველოდებით. ჩვენ რუსული ხელისუფლება გვყავს და ყველაფერი მოსალოდნელია“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ისინი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მათი ხმები გააყალბა.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტისკენ 21:00 საათზე დაიძვრებიან და აქციას გამართავენ. ისინი აპირებენ, რომ პარლამენტთან ღამე გაათენონ და 25 ნოემბრის დილამდე დარჩნენ.

ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც ორგანიზატორებს აფრთხილებს, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან.

როგორც უწყება განმარტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.

ამასთან, განცხადებაში შსს მიუთითებს, რომ კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის