თინა ბოკუჩავა - ეს არის პირველი პარლამენტი, რომლის სხდომას არ ესწრება არცერთი ელჩი, პრეზიდენტი და პარტიები, არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია - ამგვარ იზოლაციაში მოიხვედრა თავი ივანიშვილმა, ერთადერთი შანსი არის ახალი არჩევნები

პარლამენტს არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. იზოლაციაში მოიხვედრა თავი ივანიშვილმა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალურიმოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა, საიდანაც მოქალაქეები საკანონმდებლო

ორგანოსთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

როგორც ბოკუჩავა განმარტავს, იზოლაციიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი არის ახალი არჩევნები.

“ეს არის პირველი პარლამენტი, რომლის სხდომასაც არ ესწრება არცერთი ელჩი, პრეზიდენტი და პარტიები, არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია.

ამგვარ იზოლაციაში მოიხვედრა თავი ივანიშვილმა. იზოლაციიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი არის ახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე განვლაგდებით, სადაც ვიქნებით მთელი ღამე, რათა პირველ სხდომაზე, როცა ივანიშვილი თავის პოლიტიკურ დაჯგუფებასთან ერთად შეიკრიბება, გარეთ ხალხი იყოს და გამოხატოს ნება, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება”, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს