პოლიცია აქციის მონაწილეთა კოლონებს რუსთაველის გამზირზე ავტომობილებით გადაადგილების უფლებას არ აძლევს - ადგილზე რამდენჯერმე იყო სიტყვიერი დაპირისპირება

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით პარლამენტთან მისვლას ცდილობენ, პოლიცია ამის

საშუალებას არ აძლევს.

აღნიშნულის გამო, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტი იყო.

სამართალდამცავების მოწოდებაა, აქციის მონაწილეებმა მანქანები დატოვონ და რუსთაველის გამზირზე ფეხით გადაადგილდნენ.

„რუსთაველის გამზირი არის დაკეტილი, აქციის მონაწილეებს შეუძლიათ ფეხით მიბრძანდნენ, არანაირ შეფერხებას პოლიციის მხრიდან ადგილი არ ექნება", - განუცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცავმა აქციის მონაწილეებს.

ამ წუთებში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ სწორედ ფეხით მიემართებიან.

აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, აღნიშნულ კონტექსტში კი ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება