ნიკა მელია პოლიციელებს - მანქანებში ის საშუალებებია, რომელიც საჭიროა ღამისთევისთვის: ზოგში წყალია, ზოგში საკომუნიკაციო საშუალებები, ზოგში კარავი - რატომ გვაიძულებთ, რომ ვიჭიდაოთ? პარლამენტში შეიჭრება მანქანა?

მანქანებში ყველა ის საშუალებაა, რომელიც საჭიროა ღამის თევისთვის - ზოგ მანქანაში წყალია, ზოგში საკომუნიკაციო საშუალებები, ზოგში კარავია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ნიკა მელიამ სამართალდამცავებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ღამისთევისთვის საჭირო საშუალებების შეტანის შემდეგ ავტომობილები რუსთაველის გამზირს დატოვებენ.

"რა აზრი აქვს გზის ჩახერგვას, პარლამენტში შეიჭრება მანქანა? მანქანა სატრანსპორტო შესაძლებლობაა. 30-40 მანქანაა, სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს. დეკლარირებულია, რომ ღამეს ვათენებთ. ზოგ მანქანაში წყალია, ზოგში საკომუნიკაციო საშუალებები, ზოგში კარავია. ჩაიხედეთ და ნახეთ, რაც არის. მანქანებში ყველა ის საშუალებაა, რომელიც საჭიროა ღამის თევისთვის, ამიტომ გაუგებარია გადაწყვეტილება. რატომ გვაიძულებთ, რომ ვიჭიდაოთ? შემოსატანია რაღაცები და გავლენ ისევ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობენ პარლამენტთან მისვლას, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.

აღნიშნულის გამო, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტი იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს