ვაჟა სირაძე - რუსთაველის გამზირი დაკეტილია და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის? - სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული?

დაკეტილია რუსთაველის გამზირი და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის? სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული? - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ისინი აქციის მონაწილეებს ეხმარებიან, რომ რუსთაველის გამზირზე მსვლელობით წავიდნენ.

„დაკეტილია რუსთაველის გამზირი და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის. სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული? ოდესმე გაგიგიათ? უსაფრთხოებიდან გამომდინარე მანქანები ვერ ივლიან. ხალხს ვეხმარებით, რომ დადგნენ და წავიდნენ მსვლელობით, როგორც ხდება ხოლმე“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

აღნიშნულის გარდა, ავტოკოლონის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესების გამო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს განმარტებების გაკეთება მოსთხოვა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

„ასე გეშინიათ, რომ არ შეიძლება მანქანების შესვლა?“ - მიმართა დეკანოიძემ.

დეკანოიძის საპასუხოდ სირაძემ განმარტა, რომ ახლა გზა დაკეტილია და მანქანები ვერ გაივლიან.

„თქვენი სატრანსპორტო საშუალებები, როცა გზა გახსნილი იყო, მოძრაობდნენ. ახლა გზა დაკეტილია და მანქანები ვერ გაივლიან. ისინი ხალხთან ერთად გადაკეტილ გზაზე ვერ გაივლიან“, - უპასუხა ვაჟა სირაძემ.

დეკანოიძემ ვაჟა სირაძეს ასევე განუმარტა, რომ მანქანები ადგილზე მისვლის შემდეგ უკან წამოვიდოდნენ, თუმცა სირაძემ უპასუხა, რომ ასე ვერ მოხდებოდა.

„უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაკეტილ რუსთაველის გამზირზე მანქანები ვერ ივლიან!" - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

სირაძის განმარტებით, აქციის ორგანიზატორებს პოლიცია ეხმარებოდა.

“არ მესმის ისეთ რაღაცას მეუბნები. 50 მანქანა ივლის ხალხში რუსთაველის გამზირზე? პირადად მე ვუთხარი თქვენს წარმომადგენლებს, რომ პოლიციელები იყვნენ და გეხმარებოდათ“, - განაცხადა სირაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება