ვაჟა სირაძე ხატია დეკანოიძეს - ძალადობაზე თქვენ ნუ ლაპარაკობთ!

ძალადობაზე თქვენ ნუ ლაპარაკობთ, - ასე მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს.

დეკანოიძე მანამდე ვაჟა სირაძეს ესაუბრებოდა პოლიციელებზე, რომლებსაც სახე ნიღბით აქვთ დაფარული.

„ეს ნიღბიანი ხალხი რას ნიშნავს? ვინ არიან ესენი?“ - მიმართა დეკანოიძემ.

ამის საპასუხოდ ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ მათ სცივათ და ამიტომ უკეთიათ ნიღბები.

ხატია დეკანოიძემ ვაჟა სირაძეს საპასუხოდ მიმართა: „ა, ცივა? გოგოებზე რომ ძალადობენ?“, რის შემდეგაც სირაძემ მას მოუწოდა, რომ ძალადობაზე ის არ უნდა საუბრობდეს.

„ძალადობაზე თქვენ ნუ ლაპარაკობთ“, - უპასუხა სირაძემ.

ამის შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს „ძალადობაზე სასაუბროდ“ დაუძახა, რაზეც სირაძისგან შემდეგი პასუხი მიიღო: “თქვენი მეორე მონაწილე ძალადობდა, რომელიც დაკავდა“.

მანამდე ხატია დეკანოიძესა და ვაჟა სირაძეს შორის დიალოგი რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვას შეეხებოდა.

„ასე გეშინიათ, რომ არ შეიძლება მანქანების შესვლა?“ - მიმართა მას დეკანოიძემ.

დეკანოიძის საპასუხოდ სირაძემ განმარტა, რომ ახლა გზა დაკეტილია და მანქანები ვერ გაივლიან.

„თქვენი სატრანსპორტო საშუალებები, როცა გზა გახსნილი იყო, მოძრაობდნენ. ახლა გზა დაკეტილია და მანქანები ვერ გაივლიან. ისინი ხალხთან ერთად გადაკეტილ გზაზე ვერ გაივლიან“, - უპასუხა ვაჟა სირაძემ.

დეკანოიძემ ვაჟა სირაძეს ასევე განუმარტა, რომ მანქანები ადგილზე მისვლის შემდეგ უკან წამოვიდოდნენ, თუმცა სირაძემ უპასუხა, რომ ასე ვერ მოხდებოდა.

„უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაკეტილ რუსთაველის გამზირზე მანქანები ვერ ივლიან!" - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

სირაძის განმარტებით, აქციის ორგანიზატორებს პოლიცია ეხმარებოდა.

“არ მესმის ისეთ რაღაცას მეუბნები. 50 მანქანა ივლის ხალხში რუსთაველის გამზირზე? პირადად მე ვუთხარი თქვენს წარმომადგენლებს, რომ პოლიციელები იყვნენ და გეხმარებოდათ“, - განაცხადა სირაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება