უკრაინის გენშტაბი - კურსკში მყოფმა ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა უკვე მიიღეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში 11 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცია და მათ უკვე მიიღეს მონაწილეობა უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ანატოლი ბარგილევიჩმა განაცხადა.

მან ასევე განმარტა, ვინ არიან ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც რუსეთმა კურსკის ოლქში განათავსა.

„ისინი შენიღბული არიან შორეული აღმოსავლეთის ძირძველი მოსახლეობის სახით. შესაბამისი საბუთებით, მომზადებული ევროპულ ნაწილში ოპერაციების ჩასატარებლად“, - აღნიშნა უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის ეროვნულმა დაზვერვამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთში გაგზავნილი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში იმყოფებიან და უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში უკვე ჩართულები არიან.

"უკვე აწარმოებენ სამხედრო ოპერაციებს" უკრაინის წინააღმდეგ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს