ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება - ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტს 2-კვირიანი ვადა აქვს

ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას მოიხსნის და მოვალეობის შესრულებას შეუდგება.

პრემიერ მინისტრის კანდიდატურას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია წარადგენს. პარტია “ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძე დაასახელა.

ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტს 2-კვირიანი ვადა აქვს. რეგლამენტის თანახმად, ამ დროის ფარგლებში კომიტეტები დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით და ასევე, ფრაქციები მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ და პარლამენტის ბიუროს შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ. ერთ დღეს დასაშვებია მხოლოდ ორი მოსმენის გამართვა.

მთავრობისთვის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს