ბათუმში, ჭადრაკის მწვრთნელთა პირველი ეროვნული ფორუმი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 130 წამყვანი მწვრთნელი მონაწილეობდა

23–25 ნოემბერს, ბათუმში, ჭადრაკის მწვრთნელთა პირველი ეროვნული ფორუმი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის, ყველა მუნიციპალიტეტის 130 წამყვანი მწვრთნელი მონაწილეობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, აკაკი იაშვილის თაოსნობით შერჩეული იქნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჭადრაკის სწავლების მეთოდიკა „საფეხურები“, რომელიც შედგება მასწავლებლის 6 სახელმძღვანელოსა და 26 მოსწავლის რვეულისგან.

„პედაგოგის და მეთოდიკის როლი ძალიან მაღალია საგანმანათლებლო სფეროში. მხოლოდ ხარისხიანი განათლება არის წარმატების საწინდარი. ჩვენ გარკვეულ ცაიტნოტში ვართ, ირგვლივ ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება, მათ შორის ჭადრაკიც. აუცილებელია, რომ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს“,- განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ღონისძიების ძირითადი მენტორები იყვნენ: „ფიდე-ს“ ტრენერი ნატო ეძგვერაძე, „ნიჭიერთა სკოლის“ წამყვანი მწვრთნელი, ხვიჩა ბახტაძე და სპორტის ფსიქოლოგი, მენტალური უნარების ტრენერი საბა ეფრემიძე.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფორუმის ფარგლებში აჭარის ჭადრაკის ფედერაციას გადაეცა ჰოლანდიური კომპანია DGT- ის 2024 წლის მოდელი 70 ელექტრონული საათი.

„საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გადაწყვეტილებით ფორუმი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველ წელს გაიმართება. ფორუმს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და „პაშა ბანკმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო