საპოლიციო ძალებმა ჭიჭინაძის ქუჩა გაათავისუფლეს და ზუბალაშვილის ქუჩის კვეთაზე განლაგდნენ - მათ პარლამენტის უკანა შესასვლელამდე კორდონი აქვთ გაკეთებული

საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ჭიჭინაძის ქუჩა გაათავისუფლეს და ზუბალაშვილისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე განლაგდნენ.

მათ პარლამენტის უკანა შესასვლელამდე კორდონი აქვთ გაკეთებული.

ასევე ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან, პარლამენტის შესასვლელთან რკინის ღობის უკან, რკინის ჯებირიცაა აღმართული, რის გამოც არ ჩანს პარლამენტის ეზო.

თავის მხრივ, ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.

ინფორმაციისთვის, დღეს 12:00 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა გაიმართება, სადაც მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება. ოპოზიციური პარტიები და აქციის მონაწილეები ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, რის საპროტესტოდაც საკანონმდებლო ორგანოსთან წუხელ შეიკრიბნენ და ღამე პარლამენტთან გაათენეს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა