მაკა ბოჭორიშვილი - დღეს საგარეო პოლიტიკის განხორციელება მოითხოვს განსაკუთრებულ გამბედაობას და იმავდროულად, სიფრთხილეს - ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეების გამოყენება საგარეო არენაზე

დღეს საგარეო პოლიტიკის განხორციელება მოითხოვს განსაკუთრებულ გამბედაობას და იმავდროულად, სიფრთხილეს. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ თუ რამხელა გავლენას ახდენს საგარეო ფაქტორები ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობაზე, ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და პირიქით, როგორ ხდება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეების გამოყენება საგარეო არენაზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მან საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი მისვლა სახლში დაბრუნებასავითაა.

„პირველ რიგში, დიდ მადლობას გადავუხდი პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც მე გამომიცხადეს. ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, დღეს საგარეო პოლიტიკური განხორციელება მოითხოვს განსაკუთრებულ გამბედაობას და იმავდროულად, სიფრთხილეს. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ თუ რამხელა გავლენას ახდენს საგარეო ფაქტორები ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობაზე, ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და პირიქით, როგორ ხდება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეების გამოყენება საგარეო არენაზე. ჩემთვის ეს არის ნამდვილად დიდი პატივი, ვიყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ გამოცხადებული იქნება ნდობა. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა არასდროს ყოფილა მარტივი, თუმცა ჩემი მხრიდან ყოველი დღე და ყოველი წუთი მიეძღვნება იმას, რომ მაქსიმალურად იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური მიზნები დაცული საერთაშორისო არენაზე. ერთგვარად სახლში დაბრუნებასავით არის ჩემთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა, ფაქტობრივად, გავიზარდე ამ სამინისტროში, თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნო ის გამოცდილება, ძალა და ენერგია, რომელიც დღეს მე მომყვება საპარლამენტო გუნდიდან, საპარლამენტო საქმიანობიდან და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ ნდობისთვის, რასაც მე მიცხადებთ და ახლა უკვე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან შევეცდები, რომ მაქსიმალურად დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო თქვენი გუნდის წევრი და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო