ნიკა მელია - როგორ შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, რუსული მმართველობის წევრი, საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს? - გამორიცხულია, აღნიშნულზე საუბარიც უხერხულია

როგორ შეიძლება თეორიულად იმის წარმოდგენა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, რუსული მმართველობის წევრი, საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს? - გამორიცხულია, აღნიშნულზე საუბარიც უხერხულია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა.

ნიკა მელიას განცხადებით, ვინც არ უნდა დაინიშნოს არალეგიტიმური ხელისუფლების რომელიმე მინისტრად, საერთაშორისო იზოლაცია მხოლოდ გაღრმავდება.

„როგორ შეიძლება თეორიულად იმის წარმოდგენა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, რუსული მმართველობის წევრი, საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს? გამორიცხულია, აღნიშნულზე საუბარიც უხერხულია. ვინც არ უნდა დაინიშნოს არალეგიტიმური ხელისუფლების რომელიმე მინისტრად, საერთაშორისო იზოლაცია მხოლოდ გაღრმავდება. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოიშალოს ეს რეჟიმი, რათა იძულებულები გახდნენ, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს. მანამდე ვარყიოთ, ვარყიოთ, ვარყიოთ, მოძრაობა ცვლილებებისთვის“, - აღნიშნა მელიამ.

რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე პროცესებს, მელიამ განმარტა, რომ „ეს არ არის პარლამენტი, არამედ ეს არის სანოტარო ბიურო“.

„პარლამენტში შესული ხალხი არ ასახავდა და არც მომავალში აპირებს ასახოს ქართველი ხალხის ინტერესი. რაც შიგნით და გარეთ ხდება, ეს დაპირისპირება გაგრძელდება მანამ, სანამ გარეთ მყოფი ხალხი არ დავამარცხებთ შიგნით თვითმარქვია, ე.წ. ხელისუფლებას. ეს არის მიზანია. როდის იქნება ეს? - ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ყოველდღიური ბრძოლა. ეს ხალხი არც აპირებს პრეტენზია ჰქონდეთ განვითარებულ სახელმწიფოზე, მრავალფეროვნებაზე, ევროპულობასა და კოალიციურ მმართველობაზე“, - აღნიშნა მელიამ.

ამასთან, მან პარლამენტის თავმჯდომარის ის განცხადებაც შეაფასა, სადაც ის აღნიშნავს, რომ „სპორტულ აფერისტობასთან გვაქვს საქმე“ ოპოზიციის მხრიდან და ვნახავთ, „შალვა ნათელაშვილივით როგორ მოიქცევა ზოგიერთი”.

„მთელი ცხოვრება რომ იცხოვროს, შალვა ნათელაშვილთან ახლოს ვერასდროს მივა პაპუაშვილი. მეორე - თუ აუცილებელია კიდევ დაწერა, დაიწერება განცხადებები“,- აღნიშნა მელიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის