დიმიტრი ცქიტიშვილი - ის ქვეყანა, რომლის პარლამენტშიც მხოლოდ ერთი პარტიაა, დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება - ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ერთპარტიული პარლამენტის რეალობა ქვეყანაში არ შედგეს

ჩვენც აქ ვართ, ამ პროტესტის განუყოფელი ნაწილი ვართ და გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას - ალბათ, დაიწყებენ სესიას და დაიწყებენ იმ პროცედურებს რომელიც განსაზღვრულია, უბრალოდ, საზოგადოების დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია - იქნება ეს ხანგრძლივი პროტესტი, თუ ჩვენც დავიღლებით და შევეგუებით ამ პროცესს, -ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ ხელები არ უნდა ჩამოყაროს და უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ ერთპარტიული პარლამენტის რეალობა ქვეყანაში არ შედგეს.

„გვახსოვს, გაზაფხულზეც რომ დადიოდნენ [„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში], პოლიცია იცავდა მხოლოდ იმას, რომ ისინი შესულიყვნენ და გამოსულიყვნენ. არ ვიცი, რამდენად გასაგებია მათთვის, რა არის დემოკრატია. დემოკრატია ასე არ მუშაობს. პარლამენტში, სადაც მხოლოდ ერთი პარტიაა, ის დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება. საბოლოო ჯამში, სადამდე მივლენ არ ვიცი. ჩვენც აქ ვართ, ამ პროტესტის განუყოფელი ნაწილი ვართ და გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. როგორ მოიქცევა ხელისუფლება შეგვიძლია ვიმკითხაოთ, მაგრამ ვნახოთ და დავუცადოთ. ახლა პარლამენტში რა ხდება ვერ გეტყვით. ალბათ, დაიწყებენ სესიას და დაიწყებენ იმ პროცედურებს რომელიც განსაზღვრულია. უბრალოდ, საზოგადოების დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია - იქნება ეს ხანგრძლივი პროტესტი თუ ჩვენც დავიღლებით და შევეგუებით ამ პროცესს. ამიტომ, ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ერთპარტიული პარლამენტის რეალობა ქვეყანაში არ შედგეს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია