28 ნოემბრის „ხუთშაბათის ავეჯის ღამის ბაზრობაზე“ „ეშლი ჰოუმსთორიში“ 60%-მდე ფასდაკლებები დაგხვდებათ

„შავი პარასკევის“ განსაკუთრებული შეთავაზება „ეშლი ჰოუმსთორისგან“ - 28 ნოემბერს, „ავეჯის ღამის ბაზრობაზე“ ამერიკული ავეჯისა და აქსესუარების შეძენა 60%-მდე ფასდაკლებით შეგეძლებათ. "ეშლი ჰოუმსთორი" მოქალაქეებს შოპინგის საშუალებას აძლევს მაშინ, როცა ქალაქში ნაკლები საცობია და გადაადგილება მოსახერხებელია. მომხმარებლებს შეუძლიათ, ოჯახის წევრებთან ერთად, "ეშლი ჰოუმსთორის" შოურუმს არასამუშაო საათებში ეწვიონ და სასურველი ნივთი გრანდიოზული ფასდაკლებით შეიძინონ.

სეზონის ყველაზე დიდი ფასდაკლებებით სარგებლობა შესაძლებელია ქვეყნის ორ დიდ ქალაქში - თბილისსა და ბათუმში. 30%-დან 60%-მდე შეღავათი საღამოს 20:00 საათიდან 00:00 საათამდე თბილისში, მაღაზიის სათავო ოფისში, ქართულ–ამერიკული მეგობრობის გამზირის #43–ში, ბათუმში კი პეტრე მელიქიშვილის #92-ში დაგხვდებათ. „ეშლი ჰოუმსთორი“ ამერიკული ბრენდია, რომელიც წლებია, საქართველოში მომხმარებლებს მაღალი ხარისხის გემოვნებიან პროდუქციას სთავაზობს.

მაღაზიებში წარმოდგენილია ყველა ატრიბუტი, რაც სახლის მოსაწყობადაა საჭირო - თანამედროვე დიზაინის რბილი ავეჯი, მაგიდა-სკამები, საძინებლები, მატრასები, სახლის აქსესუარები. „ეშლი ჰოუმსთორი“ N1 ამერიკული ავეჯისა და მატრასების მწარმოებელია ბრენდია, რომელიც 1945 წელს შეიქმნა. დღეს მას მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში 1100-ზე მეტი ოფიციალური შოურუმი აქვს. კომპანია საქართველოში 2019 წლიდან ოპერირებს. მას თბილისში სამი, ბათუმში კი ერთი ფილიალი აქვს.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს