პაატა მანჯგალაძე - წვიმისა და ცივი ამინდის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ის, რომ „ქართული ოცნება“ შეშინებული შეიპარა პარლამენტში

წვიმისა და ცივი ამინდის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ის, რომ „ქართული ოცნება“ შეშინებული შეიპარა პარლამენტში - მათ პარლამენტში ვირთხებივით შეპარვა მოუწიათ, - ასე მიმართა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტთან მყოფ აქციის მონაწილეებს.

მისი თქმით, ერთიანობას აქვს დიდი ძალა და ბრძოლა გრძელდება.

„თქვენი აქ ყოფნის გამო, მათ მოუწიათ საქართველოს პარლამენტში ვირთხებივით შეპარვა. მადლობა თქვენ! ბრძოლა გრძელდება! ამით არაფერი სრულდება! დღეს თვითონ გამოუტანენ განაჩენს საკუთარ თავს, რომ ეს პარლამენტი, ეს ხელისუფლება საბოლოოდ გახდება თვითგამოცხადებული, თვითმარქვია, იმიტომ, რომ არავინ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მას როგორც საქართველოს ნების გამომხატველ კანონიერ ხელისუფლებას, აღარ მოიხსენიებს.

ხელისუფლება არის აქ, საქართველო არის აქ, გამარჯვება იქნება! გაუმარჯოს ჩვენს ერთად ყოფნას! არ დავიშალოთ! ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა! მიუხედავად წვიმისა, მიუხედავად ცივი ამინდისა, ჩვენ შევძელით ის, რომ „ქართლი ოცნება“ შეშინებული შეიპარა პარლამენტში. ერთიანობას აქვს დიდი ძალა! ბრძოლა გრძელდება,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს