უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს

უკრაინული დრონები რუსეთის ქალაქ კალუგაში მდებარე სამხედრო-სამრეწველო ქარხანა „ტაიფუნს“ დაესხნენ თავს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი, ანდრეი კოვალენკო იუწყება.

„კალუგაში თავდასხმა განხორციელდა ქარხანა „ტაიფუნზე“, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია“, - დაწერა კოვალენკომ „ტელეგრამზე“.

ამასთან, კალუგას ოლქის გუბერნატორმა, ვლადისლავ შაფშამ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა 8 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. მისივე ინფორმაციით, ადგილზე, სადაც უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩამოვარდა, ხანძარი გაჩნდა, თუმცა არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ოთხ ოლქში 23 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათ შორის 8 დრონი კალუგაში ჩამოაგდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს