პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება“ შეიქმნა - ფრაქცია 80 წევრით იქნება წარმოდგენილი, მას კი მამუკა  მდინარაძე უხელმძღვანელებს

XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ერთი ფრაქცია - “ქართული ოცნება“ შეიქმნა.

ფრაქცია “ქართული ოცნება“ 80 წევრით იქნება წარმოდგენილი. მას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეები - რიმა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე იქნებიან.

იმავდროულად, პარლამენტს უმრავლესობის ერთიანი სია წარედგინა - უმრავლესობა 89 წევრიანია და მას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

სამანდატე კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის ერთიანი სიაც წაიკითხა.

“ქართული ოცნების“ წევრებმა პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნეს, მათ შორის 61 წევრია იმ ოთხი პოლიტიკური გაერთიანებიდან, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს