Reuters  - გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი დაასახელა

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი დაასახელა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გერმანიის მმართველი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ აღმასრულებელმა კომიტეტმა ქვეყნის მოქმედი კანცლერის, ოლაფ შოლცის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა.

პარტიის მხარდაჭერის მიღების შემდეგ, ოლაფ შოლცმა წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი პუნქტების შესახებ ისაუბრა, მათ შორის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის ფრთხილი მხარდაჭერით მშვიდობის უზრუნველყოფისა და ეკონომიკის აღორძინების შესახებ.

მანამდე, გასულ ხუთშაბათს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ კანცლერის თანამდებობაზე თავის კანდიდატურას არ წამოაყენებდა.

შეგახსენებთ, გერმანიაში მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, რომელიც 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს