Reuters - ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახილველად ისრაელის უშიშროების კაბინეტი ხვალ შეიკრიბება

ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახილველად ისრაელის უშიშროების კაბინეტი ხვალ შეიკრიბება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ისრაელის უშიშროების კაბინეტის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დამტკიცების შემდეგ, შესაძლოა, შეთანხმება ძალაში რამდენიმე დღეში შევიდეს.

ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ნებისმიერი სახით დარღვევას ისრაელის მიერ დაუყოვნებლივ მოქმედება მოჰყვება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს