Politico - სერბეთის პარლამენტში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

სერბეთის პარლამენტში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

სერბეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს მაშინ დაუპირისპირდნენ, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი 2025 წლის ბიუჯეტის წარდგენას ცდილობდა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნოვი სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევაში მთავრობა დაადანაშაულეს და ბანერები აღმართეს, წარწერით „ხელები სისხლში გაქვთ“.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ყვირიან დეპუტატები, ასევე, ერთმანეთს ხელს ურტყამენ და წყალს ასხამენ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, რადომირ ლაზოვიჩის ცნობით, პარლამენტის რამდენიმე წევრი დაშავდა.

შეგახსენებთ, ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი მიმდინარე თვის დასაწყისში ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. გასულ კვირას გამოძიების ფარგლებში 12 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, გორან ვესიჩი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს