პროკურორმა  ფედერალურ მოსამართლეს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ  2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმის დახურვა სთხოვა

სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა ფედერალურ მოსამართლეს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმის დახურვა სთხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა აშშ-ის ფედერალური ოლქის მოსამართლეს, ტანია ჩუტკანს საქმის დახურვა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე სთხოვა და მიზეზად აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დიდი ხნის განმავლობაში არსებული პოლიტიკა დაასახელა, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის სასამართლო დევნას კრძალავს.

„დიდი ხანია იუსტიციის დეპარტამენტის პოზიციაა, რომ აშშ-ის კონსტიტუცია მოქმედი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებასა და შემდგომ მის სასამართლო დევნას კრძალავს. ქვეყანა და დეპარტამენტი მსგავსი გარემოების წინაშე არასდროს აღმოჩენილან, როდესაც კერძო პირის წინააღმდეგ ფედერალური ბრალდება ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ უკან დააბრუნა და სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე მიმდინარეობს, როცა ბრალდებულის პრეზიდენტად არჩევა ხდება“, - ნათქვამია ჯეკ სმიტის შუამდგომლობაში.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენისთვის ბრალი გასული წლის აგვისტოში წაუყენეს. მიმდინარე თვის დასაწყისში მოსამართლე, ტანია ჩუტკანმა საქმის განხილვა შეაჩერა, მას შემდეგ რაც მას ჯეკ სმიტმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ უპრეცედენტო გარემოების შესასწავლად დრო სთხოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს