KIU-სა და ბამბერგის ოტო-ფრიდრიხის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი ხუბუამ შეხვდა ბამბერგის ოტო-ფრიდრიხის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პროფესორ ზაბინა ფოგტისს და ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და განათლების ფაკულტეტის ზოგადი ფსიქოლოგიისა და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ კლაუს-კრისტიან კარბონს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები ერთობლივი სადოქტორო პროგრამის – „ინოვაციური მეცნიერებები‘‘ განხორციელების თაობაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ორი დიპლომი, რაც გულისხმობს KIU-სა და ბამბერგის ოტო-ფრიდრიხის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ხარისხის მინიჭებას. დიპლომი აღიარებული იქნება ევროპული საგანმანათლებლო სივრცის მიერ, რაც თავის მხრივ ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე გაზრდის.

„სადოქტორო პროგრამა ეფუძნება განათლების სფეროში ინოვაციური მიდგომების ინტეგრაციას და მიზნად ისახავს მოამზადოს მკვლევარი, რომელიც შეძლებს თანამედროვე გამოწვევების გადაწყვეტას უახლესი სამეცნიერო კვლევების საფუძველზე. საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის გამოცდილებისა და განვითარების გაზიარების კვალდაკვალ, სადოქტორო პროგრამაში ჩართულ დოქტორანტებს შეუძლიათ ახალი ცოდნის შექმნის გზით ხელი შეუწყონ როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცის განვითარების პროცესს.

ახალ სადოქტორო პროგრამაზე დოქტორანტების მიღება 2025 წლიდან დაიწყება და მათ უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად კვლევა წარმართონ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

KIU-ს ცნობით, შეხვედრაზე გიორგი ხუბუამ მადლობა გადაუხადა ბამბერგის ოტო-ფრიდრიხის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდა.

თავის მხრივ გერმანული მხარის წარმომადგენლებმა KIU-ს რექტორს მადლობა გადაუხადეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება