ოლაფ შოლცი - უკრაინის მიმართ პოლიტიკა ბუნდესტაგის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იქნება

უკრაინასთან დაკავშირებული პოლიტიკა ბუნდესტაგის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად იქცევა, - „დიოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში ამჟამად ომი მიმდინარეობს და ეს აწუხებს მოქალაქეებს.

„ამ ომში კარგად უნდა იფიქრო, როგორ მოიქცე გონივრულად. როგორ იმოქმედო წინდახედულად“, - აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, გერმანია გახდა მსოფლიოში მეორე ქვეყანა უკრაინას დახმარების მხრივ, მაგრამ ამავე დროს მისთვის არ გადაუცია ფრთოსანი რაკეტები და გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების ნებართვა არ მიუცია.

„მიმაჩნია, რომ ეს ის კურსია, რომელსაც მოქალაქეების უმრავლესობა უჭერს მხარს,” - დასძინა შოლცმა.

ამასთან, კანცლერმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ. მისი თქმით, რუსეთის ლიდერთან საუბარი არ იყო სასიამოვნო, რადგან ის დაჟინებით საუბრობდა უკრაინაში თავისი სამხედრო მიზნების მიღწევის შესახებ, თუმცა, მისი აზრით, ასეთი საუბრები მნიშვნელოვანია, რადგან მათ დროს შესაძლებელია, ოპონენტს ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს