ლელა ჯანაშვილი - პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება ყველაზე ხშირად კერძო სექტორში ირღვევა - მიმდინარე წლის 9 თვეში პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 340 ფაქტი გამოვლინდა

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება ყველაზე ხშირად კერძო სექტორში ირღვევა - მიმდინარე წლის 9 თვეში პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 340 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც უმეტესობა, 79% (270) კერძო სექტორში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას უკავშირდება.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა განუცხადა, რომელმაც ასევე, საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულებაზეც ისაუბრა.

როგორც ჯანაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული ვალდებულების ძალაში შესვლის შემდეგ [1-ელი ივნისიდან], სამსახურმა შეამოწმა 51 ორგანიზაცია და დაწესებულება, რომელთაგანაც ოფიცრის დანიშვნა/განსაზღვრის ვალდებულება 16 მათგანს არ ჰქონდა შესრულებული.

„ამ ეტაპზე შემოწმებულია 51 ორგანიზაცია და დაწესებულება, რომელთაგანაც ოფიცრის დანიშვნა/განსაზღვრის ვალდებულება არ ჰქონდა შესრულებული 16 მათგანს. სამსახურმა, შესაბამის შემთხვევებში, გამოიყენა კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა, რაც გამოიხატება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისათვის გაფრთხილების მიცემაში. ამასთან, გაცემულ იქნა ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის შესასრულებლად სავალდებულო დავალება“,- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება