თიბისი ლიზინგის და BMW-ს სპეციალური შეთავაზება - ისარგებლე განსაკუთრებული ფასდაკლებით და დაიბრუნე ღირებულების 20%

თიბისი ლიზინგის და GT Motors-ის საახალწლო შეთავაზების ფარგლებში ახალი BMW-ს შეძენა 87 000 ლარამდე ფასდაკლებით შეგიძლიათ, ხოლო 6 თვიანი გადახდის შემდეგ ღირებულების 20%-ს დაიბრუნებთ.

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი ლიზინგის გამარტივებული პირობებით ისარგებლებს.

„ჩვენი და GT Motors-ის პარტნიორობა მრავალ წელს და საინტერესო პროექტს ითვლის. წელს გადავწყვიტეთ, რომ საახალწლო შეთავაზების ფარგლებში დიდი ფასდაკლება და სპეციალური პირობა შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის, რაც 6 თვის შემდეგ საგარანტიო თანხის დაბრუნებას გულისხმობს. დამეთანხმებით, რომ BMW გერმანული ავტოწარმოების ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია, შესაბამისად, მისი მოყვარულები განსაკუთრებული ლოიალობით გამოირჩევიან, ამიტომ, ვფიქრობთ ჩვენი აქცია საინტერესო იქნება“ - ეკა ანჯაფარიძე, თიბისი ლიზინგის ავტო მიმართულების ხელმძღვანელი.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, განსაკუთრებული პირობებით ისარგებლონ და შეიძინონ BMW-ს საყვარელი მოდელები, მათ შორის X5, X6, X7, სედანები და სრულიად ახალი X2. აქცია ასევე ვრცელდება BMW-ს სრულად M სერიის ავტომობილებზე. მიმდინარე შეთავაზება არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც თიბისი ლიზინგთან თანამშრომლობით განხორციელდა. ტესტ-დრაივი შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით ჩვენს შოურუმში. ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს, გაეცნონ BMW-ს მოდელების დინამიკასა და პრემიუმ ხარისხს“, - თამუნა დიასამიძე, BMW-ს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო