GCCA-იმ „რუსთავის ავტობაზრობა“ და „მიკადო ჯორჯია“ ინფორმაციის არასრულად მოწოდების გამო განმეორებით დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების - შპს „რუსთავის ავტობაზრობის“ და შპს „მიკადო ჯორჯიას“ მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიმართებით საქმის მოკვლევა მიმდინარეობს.

ამის შეახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საკითხი რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას ეხება.

„საქმის მოკვლევის პროცესში, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით, მოპასუხე ეკონომიკური აგენტებისგან, GCCA-მ შესაბამისი დოკუმენტაცია გამოითხოვა. აღნიშნულმა კომპანიებმა, GCCA-ის წერილის ჩაბარების მიუხედავად, განსაზღვრულ ვადაში, გამოთხოვილი დოკუმენტაცია არ წარმოადგინეს, ხოლო ვადის დარღვევის შემდგომ, სააგენტოს არასრული სახით მიაწოდეს. რის გამოც ეკონომიკურ აგენტებს - შპს ,,რუსთავის ავტობაზრობასა“ და შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ ცალ-ცალკე დაეკისრათ ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფორმაციის მოწოდებისთვის, ამავე კომპანიებს, სააგენტომ ხელახლა განუსაზღვრა ვადა ინფორმაციის სრულად მოწოდების მიზნით, რაც კვლავ არასრული სახით იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, ინფორმაციის განმეორებით მიუწოდებლობის საფუძვლით, ეკონომიკურ აგენტებს ცალ-ცალკე განმეორებით დაეკისრათ ჯარიმა - 5 000 ლარის ოდენობით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: 2024 წელს, დასრულდა 2 მოკვლევის საქმე და 4 კი მიმდინარე რეჟიმშია. საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, 9 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება