ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტმა უნდა გაუმართლოს პირველ რიგში, საქართველოს და ქვეყნის კონსტიტუციას

პრეზიდენტმა უნდა გაუმართლოს ქვეყანას და უნდა იმოქმედოს კონსტიტუციით - ვინ იქნება კანდიდატი, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ინფორმაციას ვერ ვიტყვი, არ ვფლობ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევის თარიღი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განისაზღვრება.

როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, ახალი პრეზიდენტის არჩევა ახალ წლამდე მოხდება.

„რაც შეეხება ვინ იქნება შემდეგი კანდიდატი, ამის ვინაობა ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. წინასწარ ამაზე საუბარი არ მინდა. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, როგორ უნდა გაგვიმართლოს პრეზიდენტმა, პრეზიდენტმა უნდა გაუმართლოს პირველ რიგში, საქართველოს და ქვეყნის კონსტიტუციას.

ერთი საკითხი არის, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო. როდესაც ჩვენ ამ პერიოდში გვქონდა გარკვეული აცდენა, როდესაც პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები და მისი საკონსტიტუციო უფლებანი არის შეზღუდული, ბევრ საკითხში, მას სიმბოლური წარმომადგენლობითი უფლებები გააჩნია. ამ დროს იყო ხოლმე არჩეული პირდაპირი არჩევნებით, ბუნებრივია, ეს გარკვეული პოლიტიკური ამბიცია და რეალური მმართველობითი ბერკეტების დაშორება გარკვეულ აცდენებს იწვევდა ხშირ შემთხვევაში ისეთ ადამიანებში, რომელთაც არ ჰყოფნიდა იმის ნებისყოფა, რომ გაეზიარებინათ მისი კონსტიტუციური მდგომარეობა რა არის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს