ირაკლი ქადაგიშვილი - ჩემი ვარაუდით, ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით, საგაზაფხულო სესიისთვის შემოვა პარლამენტში

ჩემი ვარაუდით, ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით, საგაზაფხულო სესიისთვის შემოვა პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით აგორებული კამპანია ჩაუვარდა და ამიტომ ახლა ფიქრობენ, პარლამენტში შევიდნენ და „ქვეყნისათვის არაეფექტური საქმიანობა გააგრძელონ“.

„რაც შეეხება ოპოზიციის შემოსვლა-არშემოსვლას, რა თქმა უნდა, ესეც იქნება გარკვეული პოლიტიკური პროცესი, რომელიც გარკვეულწილად, 2020 წლის პროცესის მსგავსი იქნება. ჩემი ვარაუდით, ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი, საბოლოო ჯამში, დაახლოებით, საგაზაფხულო სესიისთვის შემოვა პარლამენტში,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს