GITA-სა და საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის აქსელის ორგანიზებით, Startup Investment Forum ZUGDIDI გაიმართება

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ზუგდიდის ტექნოპარკის ინიციატივითა და აქსელის - საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის ორგანიზებით, 6-8 დეკემბერს ზუგდიდი Startup Investment Forum-ს პირველად უმასპინძლებს.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, ფორუმის მიზანია სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა, ადგილობრივი ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა და მათთვის ღირებული ცოდნის გაზიარება.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება 3 დღის განმავლობაში გააერთიანებს თბილისისა და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის სტარტაპ ეკოსისტემის წევრებს, მათ შორის ანგელოზ ინვესტორებს, აქსელის პორტფოლიო ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლებს, დამწყებ მეწარმეებს, პოტენციურ ანგელოზ ინვესტორებსა და სფეროთი დაინტერესებულ კერძო, თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლებს.

სააგენტოს ცნობით, ღონისძიების მთავარი ნაწილი გაიმართება 7 დეკემბერს, 12:00 საათზე, ზუგდიდში, ნიკოსეულ სასახლეში. აქსელის წევრები, მოწვეული სტუმრები და პორტფოლიო სტარტაპები თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ დამწყებ მეწარმეებს, გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების ფიჩები, პანელური დისკუსები და პარტნიორების პრეზენტაციები.

როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში განმარტავენ, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აქსელი დააორგანიზებს ვიზიტს კანიონზე, მოაწყობს სპეციალურ ვახშამსაც, სადაც ანგელოზი ინვესტორები და სტარტაპების დამფუძნებლები არაფორმალურ გარემოში შეძლებენ ღირებული კონტაქტების დამყარებას.

ფორუმს მხარს უჭერენ: ტექნოპარკი ზუგდიდი, ქალაქ ზუგდიდის მერია, Socar Georgia, GEC Consulting, Kudos Georgia, Arci და სხვა.

7 დეკემბრის კონფერენციაზე დასასწრებად, დარეგისტრირდით ბმულზე: https://apps.mygita.ge/zs/RzDHqC

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება