ბექა ლილუაშვილი - ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ

საერთოდ, როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე მანდატების ჩახსნით საუბარს - ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პოზიციაში, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა.

„ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ბევრჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ. ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ და ეს არ იქნება არც “ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი და არც ივანიშვილის „ოცნების“ გადასაწყვეტი. ჩვენ ვთქვით, სხვათა შორის, პირველმა, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ და ეს პირველ სხდომაზე ყველამ ნახა, ხომ?! ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ამ პოზიციაში ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს