თინა ბოკუჩავა - სტრასბურგში იწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც შეეხება საქართველოს მიტაცებულ არჩევნებს -  რეზოლუცია ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მნიშვნელოვანი საფუძველია

სტრასბურგში დაიწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც, ბუნებრივია, შეეხება 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს. ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არჩევნების დელეგიტიმაციის, რაც არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის, - ამის შესახებ “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ახლა მიზანია არჩევნების შედეგების არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, რომელიც არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას.

„დაახლოებით, ერთ საათში სტრასბურგში დაიწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საქართველოზე, რომელიც, ბუნებრივია, შეეხება 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს. ამ რეზოლუციაზე ჯერ კიდევ გასულ კვირას ვმუშაობდი ბრიუსელში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მიზანი, ბუნებრივია, არის არჩევნების შედეგების არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, რომელიც არ ასახავდა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. ეს არის არჩევნების დელეგიტიმაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, შესაბამისად, ამ თვითმარქვია პარლამენტის და მის მიერ ფორმირებული მთავრობის დელეგიტიმაციის, რაც არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი, რომელსაც ჩაატარებს თავისუფალი და პროფესიონალური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია