„ალდაგი“ მომხმარებლებს ავტომობილის ჩანაცვლების სერვისს სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებლებს ავტომობილის ჩანაცვლების სერვისს სთავაზობს.

„ალდაგის“ ინფორმაციით, შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც მანქანას „ალდაგში“ დააზღვევენ, სადაზღვევო შემთხვევის დროს ალტერნატიული ავტომობილით ისარგებლებენ. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მანქანის აღდგენისას, როდესაც დაზიანებული ნაწილების შეკეთება სერვისცენტრში ხდება. ავტომობილის ჩანაცვლების ვადა წლის განმავლობაში 14 დღეა.

“ვცდილობთ, მომხმარებლებს დაზღვევის მათზე მორგებულ პირობებთან ერთად მეტი კომფორტი შევთავაზოთ. ავტომობილის ჩანაცვლების სერვისით სარგებლობა მომხმარებელს უშუალოდ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიყენებული დაზიანების შედეგად შეუძლია, როდესაც ავტომობილი გარკვეული დროის განმავლობაში სერვისცენტრში გადაყვანას საჭიროებს. ასეთ დროს, მომხმარებელს შეუძლია, მიმართოს მენეჯერს და მოითხოვოს ჩანაცვლების სერვისით სარგებლობა,”- აცხადებენ „ალდაგში“.

„ალდაგი“ ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ავტომობილის ჩანაცვლების სერვისს სთავაზობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება