გენო თებიძე - ჩვენ ხმების ქურდების გვერდით არ დავსხდებით და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რასაც ჰქვია რიგგარეშე ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

ჩვენ ხმების ქურდების გვერდით უბრალოდ არ დავსხდებით და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რასაც ჰქვია რიგგარეშე ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, - ეს განცხადება „ლელო-საქართველოს“ წევრმა გენო თებიძემ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გააკეთა. მისი თქმით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების” წევრები უკანონოდ იმყოფებიან.

„ჩვენს უკან ვხედავთ შენობას, სადაც „ქართული ოცნების” დეპუტატები უკანონოდ იმყოფებიან. ვიცით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ და ასევე, “ქართული ოცნების” მიერ მოხდა უპრეცედენტო ქურდობა ხმების და დღეს ამ ქურდობის საფუძველზე ფიქრობენ, რომ აკანონებენ იმ უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმაციას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. დღეს მოხდება როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე უმაღლესი საბჭოს სიების ჩახსნა, რაც პროცედურულად აუცილებელია და შემდგომ რა თქმა უნდა, გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ ხმების ქურდების გვერდით უბრალოდ არ დავსხდებით და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რასაც ჰქვია რიგგარეშე ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რასაც ითხოვს ქართველი ხალხი და ცივილური სამყარო”,- აცხადებს გენო თებიძე.

ცნობისთვის, ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში პირველი სხდომა იმართება, სადაც დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიები შეიქმნა. დღესვე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს და კომიტეტების ხელმძღვანელებს აირჩევენ. სიტყვით გამოვიდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, პარმენ ჯალაღონია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს