შვედეთის პრემიერი - საკომუნიკაციო სადენების დაზიანების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობისთვის შვედეთმა ჩინურ ხომალდს მის წყლებში შესვლისკენ მოუწოდა

საკომუნიკაციო სადენების დაზიანების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობისთვის შვედეთმა ჩინურ ხომალდს მის წყლებში შესვლისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა.

„შვედეთის მხრიდან, ჩვენ გემთან და ჩინეთთან კონტაქტი გვქონდა და ვთქვით, რომ გვსურს გემი შვედეთის წყლებისკენ გადაადგილდეს“, - განაცხადა ულფ კრისტერსონმა.

გასულ კვირას, დანიის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ ჩინურ გადამზიდ ხომალდს, Yi Peng 3-ს აკვირდებოდნენ, რომელიც საერთაშორისო წყლებში, მაგრამ დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში დგას.

შეგახსენებთ, ბალტიის ზღვაში ორი წყალქვეშა საკომუნიკაციო სადენი გასულ კვირას დაზიანდა, მათგან ერთი შვედეთსა და ლიეტუვას, ხოლო მეორე ფინეთსა და გერმანიას აკავშირებს. ჩინური ხომალდი საკომუნიკაციო სადენების თავზე გადაადგილდებოდა. შვედეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ შემთხვევას შესაბამისი ორგანოები იძიებენ. ამასთან, მომხდართან დაკავშირებით ფინეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ საქმე შესაძლოა, „ჰიბრიდულ ომს“ ეხებოდეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, სადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსია ყოფილიყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება