აჭარის ახალარჩეულმა უმაღლესმა საბჭომ, 13 ხმით, უმაღლესი საბჭოს 21 წევრის უფლებამოსილება ცნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეულმა უმაღლესმა საბჭომ, პირველ სხდომაზე, უმაღლესი საბჭოს 21 წევრის უფლებამოსილება ცნო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, სხდომა უსკოს თავმჯდომარემ - პარმენ ჯალაღონიამ გახსნა და სიტყვა, უმაღლესი საბჭოს უხუცეს წევრს, დავით თედორაძეს გადასცა, რომელიც სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვა.

„სხდომაზე აირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და დროებითი სამანდატო კომისიები, რის შემდეგაც უსკოს თავმჯდომარემ წარმოადგინა ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე 11 საარჩევნო სუბიექტიდან, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი 5%-იანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ. არჩევნების საბოლო შედეგების საფუძველზე, ყველაზე მეტი - 13 მანდატი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, 4 მანდატი აქვს - „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“, „გახარია საქართველოსთვის“ – 2, „კოალიცია ცვლილებისთვის- გვარამია, მელია, გირჩი, დროა’’ და „ძლიერი საქართველო -ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის’’ თითო-თითო მანდატი ერგოთ.

დოკუმენტაცია უსკოს თავმჯდომარემ დავით თედორაძეს გადასცა.

შესვენების შემდეგ, დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ, ტიტე აროშიძემ უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლის თაობაზე დასკვნა წარადგინა. დადგენილების შესაბამისი პროექტი 13 ხმით დამტკიცდა. სხდომათა დარბაზში აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი.“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ