ლევან იოსელიანი - ყოველთვის ვამბობ და გავიმეორებ, რომ ამნისტიას, როგორც ჰუმანურ აქტს, ყოველთვის მივესალმები

ყოველთვის ვამბობ და გავიმეორებ, რომ ამნისტიას, როგორც ჰუმანურ აქტს, ყოველთვის მივესალმები, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "ამნისტიის კანონთან" დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, გამოყენებული უნდა იყოს, როგორც ამნისტიის, ისე ვადამდე პირობით გათავისუფლების მექანიზმები და ასევე, სამაჯურის გამოყენებაც უნდა გაფართოვდეს.

„საქართველოში მსჯავრდებულების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, ევროპაში მეორე ადგილზე ვართ მსჯავრდებულების რაოდენობით და ეს რაოდენობა უნდა შემცირდეს, გამოყენებული უნდა იყოს, როგორც ამნისტიის, ისე ვადამდე პირობით გათავისუფლება. ასევე, სამაჯურის გამოყენება უნდა გაფართოვდეს. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმისთვის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების რაოდენობა შევამციროთ. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს უსაფრთხოება, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს უსაფრთხოება არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. სწორედ ამას ვუსვამ ხაზს, როდესაც ვსაუბრობ, რომ გათავისუფლების მექანიზმები უნდა იყოს დახუნძლული იმ პროგრამებით, რომლებიც მოამზადებს მსჯავრდებულებს, რომ გამოვიდნენ და აღარ ჩაიდინონ ის დანაშაული, რის გამოც სასჯელს იხდიან",-განაცხადა იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს