უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ჯოზეფ ბორელს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ჯოზეფ ბორელს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს უკრაინის მხარდაჭერისთვის და ევროკავშირის ერთიანობის მიმართ გამოჩენილი პირადი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ აგრესორისთვის ომის საფასურის გაზრდის გზები განვიხილეთ“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, იტალიის ქალაქ ფიუჯიში „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გუშინ დაიწყო და იგი დღეს დასრულდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს