ვახტანგ გომელაური - სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია და წლების მიხედვით უმჯობესდება.

აღნიშნულის შესახებ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

გომელაურმა დეპუტატებს სხვა საკითხებთან ერთად, დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.

„როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი დანაშაულის კლების სტატისტიკაა.

შესაბამისად, პირველ რიგში სწორედ ამ კუთხით მიმდინარე ტენდენციებს მინდა გავუსვა ხაზი. სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია და წლების მიხედვით უმჯობესდება. მინდა გამოვყო 6 კატეგორიის დანაშაული (განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობის მცდელობა, ქურდობა ბინაში შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა, ხულიგნობა). სტატისტიკა ადასტურებს, რომ წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი ბოლო ოცი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალია და 64,87%-ს შეადგენს, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო დონეზეც საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს