ვახტანგ გომელაური - პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კრიმინალური პოლიციის რეფორმა გრძელდება

პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის ფარგლებში ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები სრულად გაიმიჯნა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რეფორმის შედეგად, გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობებად განისაზღვრა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და მას სრულად ჩამოშორდა სხვა საპოლიციო ვალდებულებები, რაც აისახა გამომძიებელთა საქმიანობის ეფექტიანობაზე.

მისივე თქმით, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის გაძლიერების მიზნით, შეიქმნა ანალიტიკური ჯგუფი.

„კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ გრძელდება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება, რომელიც ამოქმედებულია თბილისში, რუსთავსა და ბათუმში. მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში მართლწესრიგის ინსტიტუტი სხვა დიდ ქალაქებშიც დაიწყებს ფუნქციონირებას.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო