ვახტანგ გომელაური - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების მიზნით განხორციელდა და მიმდინარეობს არაერთი  ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე, გრძელდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება

ბოლო წლებში, თანამედროვე სტანდარტების სახანძრო-სამაშველო ობიექტები აშენდა სხვადასხვა რეგიონში, სახანძრო-სამაშველო სამსახური აღიჭურვა უახლესი სპეც-ავტოტექნიკით, სამსახურს დაემატა სხვადასხვა დანიშნულებისა და მოდიფიკაციის სატრანსპორტო საშუალებები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების მიზნით, განხორციელდა და მიმდინარეობს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე გრძელდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საწყლო-საზღვაო დანაყოფს დაემატა სხვადასხვა მოდიფიკაციის 31 ერთეული მცურავი საშუალება.

სახანძრო-სამაშველო ავტომობილებს შორის გამორჩეულია 30 „ივეკო მაგირუსის“ სპეცმანქანა, რომელიც გერმანულმა მწარმოებელმა კომპანიამ მანევრულობით, მაღალი გამავლობითა და მობილურობით მოარგო ქართული მხარის მიერ მოთხოვნილ, საქართველოს გზების შესაბამის პირობებს. ასევე, გამორჩეულია, „მერსედესის“ მარკის სახანძრო სამაშველო კომბინირებული ქრობის მანქანა. ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების მთავარი სამმართველო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება