ვახტანგ გომელაური - სამართალდამცველებისთვის სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიმართულებით პროგრესი კვლავ გაგრძელდება

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის 1-ელი მაისიდან, ამოქმედდა ცვლილებები, რომელიც ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები სხვა პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

შესაბამისი განცხადება ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას გააკეთა.

„2024 წლის 1-ელი მაისიდან, ამოქმედდა საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები სხვა პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიმართულებით პროგრესი კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს