ვახტანგ გომელაური - მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ქვეყანას

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას სამინისტროს ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, წლების განმავლობაში უწყების მიერ მიღწეული წარმატებები, სწორედ პოლიციელების შრომის შედეგია.

„დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ წლების განმავლობაში მიღწეული წარმატებები არის ამ ადამიანების, თითოეული მათგანის დამსახურება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება