რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ, „ქართული ლეგიონის“ მეთაურ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ქართული ლეგიონის“ მეთაურთან, მამუკა მამულაშვილთან ერთად, ე.წ. უზენაესმა სასამართლომ კიდევ სამ ქართველ მებრძოლს, გიორგი რუსიტაშვილს, ნოდარ პეტრიაშვილსა და ვანო ნადირაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ე.წ. სასამართლომ მათ თავისუფლების აღკვეთა „დაქირავებული ჯარისკაცის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის“ შესახებ მუხლით შეუფარდა.

“სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის აპრილიდან 2024 წლის მაისამდე მამულაშვილმა უცხო ქვეყნებიდან, რომლებიც კონფლიქტის მხარეები არ იყვნენ, დაქირავებული მებრძოლების რეკრუტირება მოახდინა, უპირატესობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს ენიჭებოდათ. ამის შემდეგ მან ისინი გაწვრთნა და მათი საომარ მოქმედებებში მონაწილეობა უზრუნველყო. ამისთვის ბრალდებულმა 23 მილიონ რუბლზე მეტის ეკვივალენტი მიიღო”, - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება